წესები და პირობები


  1. ემ ბი ჯი ჯგუფის  პუბლიკაციების პროექტებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
  2. პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია შესაბამის ვებ გვერდზე.
  3. ყურადღებით და რეალური მონაცემებით შეავსეთ პირადი ინფორმაცია, ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს არასწორად ან შეცდომით მითითებულ ინფორმაციაზე;
  4. რეგისტრაციის გავლის ან და თითოეული პროექტის განაცხადის ფორმის შევსების დროს, თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. თქვენ ეთანხმებით პროექტის წესებს და პირობებს, კონფიდენციალობას, უსაფრთხოებას და არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნიათ პროექტის ადმინისტრაციასთან;
  5. დაცულია კონფიდენციალობის პოლიტიკა;
  6. დაცულია საავტორო უფლებები;
  7. აკრძალულია სპამის, 18+, უხამსი და შეურაცმყოფელი შიგთავსის გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული პროდუქტის ან მომსახურეობის ნებისმიერი სახით განთავსება და გავრცელება ემ ბი ჯი ჯგუფის პროექტების გვერდებზე;
  8. იკრძალება  ვებ გვერდიდან ან პროექტებიდან ინფორმაციის, თემის, იდეის, პროექტის მითვისება და პირადი მიზნებისათვის გამოყენება;  (ჯარიმა)
  9. ემ ბი ჯი ჯგუფის პროექტებია: https://mbgroup.ge/ ; https://web.mbgroup.ge/https://freelancer.mbgroup.ge/;  https://publications.mbgroup.ge/https://present.com.ge/ka/ 
  10. ადმინისტრაციას აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეცვალოს პროექტების წესები და პირობები;
  11. ადმინისტრაციას აქვს უფლება ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაბლოკოს, წაშალოს ან დროებით გააუქმოს მომხმარებელი;
  12. წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ 1 გაფრთხილებას , იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში მომხმარებელი დაჯარიმდება და დაეკისრება ზარალის სრული ანაზღაურება ან დაიბლოკება ვებ გვერდიდან;
  13. პროექტებში გადახდილი ნებისმიერი ოდენობის თანხის უკან მოთხოვნა შესაძლებელია, მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე, გადახდის მომენტიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, უკან დაბრუნდება სრული თანხა გადარიცხვის საკომისიოს გამოკლებით. გადახდის მომენტიდან 24 საათის შემდეგ თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია;

 

წესები და პირობები

ოფისი არის ეიჩარისთვის განკუთვნილი განცხადებების სამართავი სივრცე. ოფისიდან შესაძლებელია დაამატოთ განცხადება, შეასწოროთ, გააპიაროთ განცხადება, დაამატოთ ექსპრეს განცხადების ფასიანი მოდულით, ნახოთ ექსპრეს განცხადებების გადახდების ისტორია, ნახოთ რჩეულები.
კაბინეტი პირადად თქვენთვის გამოყოფილი ადგილია ვებ გვერდზე, სადაც განთავსებულია თქვენს შესახებ ინფორმაცია, მისი ნახვა, შესწორება შეგიძლიათ თავად.
შეგიძლიათ გააგზავნოთ პირადი ან საჯარო შეტყობინებები მომხმარებლებთან, ესაუბროთ მათ, შეცვალოთ პროფილის ან ქავერის ფოტო.
მოიწვიოთ მეგობრები.
დამატების ღილაკით შეგიძლიათ შეავსოთ ან შეცვალოთ, შეასწოროთ თქვენი ინფორმაცია.
შესაძლებელია ნახოთ თქვენს მიერ დამატებული საჯარო ან პირადი ჯგუფები .
მოხალისე ჟურნალისტებს (მოიაზრება ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირი, დამწყები ან მოყვარული ჟურნალისტი) პროექტის დახმარებით შეგიძლიათ წეროთ ონლაინში სტატიები, ინტერვიუები, ნამდვილი ამბები შესაბამისი თემის გვერდზე. მოხალისე ჟურნალისტს პროექტში შეუძლია მოიზიდოს და დააინტერესოს აუდიტორია, გახდეს ცნობადი და მონაწილეობა მიიღოს ემ ბი ჯი ჯგუფის სხვა საინტერესო პროექტებში. სასაუბრო თემები (იგულისხმება მოდით ვისაუბროთ თქვენთვის საინტერესო თემაზე) გარდა პოლიტიკისა და რელიგიისა. თემების დახმარებით შეგიძლიათ ისაუბროთ ონლაინში და გამოხატოთ/დააფიქსიროთ თქვენი სუბიექტური აზრი ან დასვათ კითხვა, რომელსაც უპასუხებს ასევე მომხმარებელი, გაუზიაროთ საზოგადოებას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, პროექტში ყველა პირობაა იმისათვის, რომ განიხილოთ საჯაროდ ნებისმიერი საკითხი. თემები ხელს უწყობს პროექტს აქტიურობაში და ეხმარება მომხმარებელს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, პროექტის ან შეთავაზების შესახებ. შემოგვიერთდით და გამოთქვით თქვენი აზრი.
გსურთ ონლაინში წიგნის წერა ან ზღაპრების , მოთხრობების, ნამდვილი ამბების, სცენარების, ლექსების, თქვენ ხართ მოყვარული, დამწყები მწერალი? ეწვიეთ მთავარ მენიუში „დაამატეთ პუბლიკაცია“ და დაამატეთ თქვენი ნაწარმოები. წერის მოყვარულს პროექტში შეუძლია მოიზიდოს დააინტერესოს აუდიტორია და გამომცემლობები. გახდეს ცნობადი და მონაწილეობა მიიღოს ემ ბი ჯი ჯგუფის სხვა საინტერესო პროექტებში.
ემ ბი ჯი ჯგუფი-ს ყველა ვებ გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ ფასიანი სარეკლამო ბანერი, ვიდეო, გიფი, ტექსტი , მოძრავი ბანერი, პერსონალური გვერდი, ვებ გვერდი ან დროებით იქირაოთ ვებ გვერდი. რეკლამის დასამატებლად მთავარი მენიუდან დასაქმდი ქვე მენიუში აირჩიეთ რეკლამის შეკვეთა , სადაც განთავსებულია ყველა სარეკლამო პროდუქტი.
შექმენით საჯარო ან დახურული ჯგუფი და მოიწვიეთ მეგობრები. ისაუბრეთ თქვენთვის საინტერესო თემებზე.